ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი ციხისძირის ჯემალ ქათამაძის სახელობის საჯარო სკოლის ეზოს მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო. სკოლის ეზოში 1500 მეტრზე ასფალტის საფარი სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის ვაჟა შავიშვილის ორგანიზებით და ჯგუფი „ ქართუ“-ს ხელშეწყობით განხორციელდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად სკოლის შენობა დაათვალიერა და სამომავლო პრერსპექტივებზე ისაუბრა. სოფელში გაზიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ საჯარო სკოლის თანამედროვე გათბობის სისტემით აღჭურვა სოფლის დეპუტატმა ვაჟა შავიშვილმა ითავა.