14 დან 18 ივლისის ჩათვლით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი იმყოფება შვეიცარიაში, კერძოდ, ქალაქ ჟენევაში CAUX FORUM 2019-ზე დასასწრებად, რომლის სლოგანია "ადამიანის პოტენციალის განვითარება გლობალური ცვლილებებისათვის". აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოხდება მიღებული ცოდნისა და სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაგროვებული გამოცდილების გაზიარება სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის თაობაზე.ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოში, ქალაქ თბილისში სოლიდარობის ფონდის (Solidarity Fund PL) მიერ დაფინანსებული ტრენინგ კურსი სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების შესახებ.
საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის სტანდარტები ჩამოყალიბდა საქართველოში სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვის ოთხწლიანი გამოცდილების საფუძველზე პოლონურ-ქართული პროექტების ფარგლებში საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის პოლონეთის ( Solidarity Fund PL) "თანამშრომლობის განვითარების პროგრამის" მხარდაჭერით.
სამოქალაქო ბიუჯეტი ეს არის მოსახლეობის ჩართვა ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის მეშვეობით, სადაც მოქალაქეები განსაზღვრავენ პრობლემებს, პრიორიტეტებს და გამოვლენილი პრობლემების მოსაგვარებლად წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს.