ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ბეგაძეს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა ტურიზმისა და კურორტების შესახებ კანონი იყო, რომელზეც პარლამენტში მუშაობა დაწყებულია. გიორგი ბეგაძემ, როგორც სამუშაო ჯგუფის წევრმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად განიხილა რეგიონში ტურიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი მოგვარების გზები. იმავე დღესვე გიორგი ბეგაძე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილთან ერთად სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯს "ახალი ტალღა" -ს ეწვია, სადაც შეხვდა სტუდენტებს და პედაგოგებს. დაიგეგმა მომავალი ურთიერთანამშრომლობა. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.