ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პოლონეთის საერთაშორისო განვითარების ფონდის მხარდაჭერით, სამოქალაქო ბიუჯეტირების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის გაიმართა.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის კოორდინატორმა ვლადიმერ აბრამიუკმა განიხილა სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების წესი, მათ შორის, ბიუჯეტის მომზადების ეტაპები და ყველა ის პარამეტრი, რისგანაც ბიუჯეტი შედგება.
შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.