ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღა“-სა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს ერთობლივი ინიციატივით მოეწყო საქველმოქმედო აქცია ფერიის ბავშვთა სახლში.

საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ტკბილეული მიუტანეს, ასევე საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალი ტალღას“ სტუდენტებმა პატარებს ვარცხნილობები გაუკეთეს და ბართენდერის სპეციალობის სტუდენტებმა ადგილზე მომზადებული სასმელებით გაუმასპინძლდნენ.