ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლევან ზოიძემ მერიაში პოლონეთის ქალაქ ობორნიკის დელეგაციას უმასპინძლეს. ობორნიკის მუნიციპალიტეტის მერი ტომას სზრამა და მერის მოადგილე - პიოტრ ვოისზიკი, ქალაქში ოფიციალური ვიზიტით 25 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით გაჩერდებიან.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძე. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამშრომლობა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სპორტის, კულტურის, განათლების და ჯანმრთელობის სფეროებში, ადგილობრივი პროდუქციაზე ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობის ორგანიზება და მხარდაჭერა. ასევე ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და საინვესტიციო წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.