ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მირიან ქათამაძემ დღეს ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

აღმაშემებლის 610-ის მოპირდაპირედ ზღვასთან ახლოს, კიდევ ერთი გამწვანებული პარკი მოეწყობა.
სამუშაოების ფარგლებში სასეირნო ბილიკებზე დეკორატიული ფილები დაიგება, დამონტაჟდება დეკორატიული განათებები, საპარკე სკამები, ფანჩატური, ატრაქციონი და მოეწყობა მინი სტადიონი. სკვერის მშენებლობა ივნისის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

მირიან ქათამაძემ, მერიის წარმოამდგენლებთან ერთად, დღესვე ზღვის სანაპიროზე ჯებირის მშენებლობაც მოინახულა. კომპანიას სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებული აქვს. ამ დროისთვის ადგილზე ფილების დაგება დაიწყო. უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე მწვანე საფარიც მოწესრიგდება. სამუშაოები აქტიური საზაფხულო სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

1 900 მეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა ახალი ნაპირსამაგრი სამუშაოები. სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მერმა ზღვისპირა პარკში მიმდინარე სამუშაოები და მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობაც დაათვალიერა