ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია პოლონეთის ქალაქ ობორნიკის დელეგაციას მასპინძლობს.
ობორნიკის მუნიციპალიტეტის მერი ტომას სზრამა და მერის მოადგილე - პიოტრ ვოისზიკი, ქალაქში ოფიციალური ვიზიტით 25 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით გაჩერდებიან.
სტუმრები დღეს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ლევან ზოიძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამშრომლობა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სპორტის, კულტურის, განათლების და ჯანმრთელობის სფეროებში, ადგილობრივი პროდუქციაზე ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობის ორგანიზება და მხარდაჭერა. ასევე ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და საინვესტიციო წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.