ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე სოფელ მუხაესტატეში გოგიტიძე-ბათნიძეების უბანში, მოსახლეობას შეხვდა. მერმა დასახლებაში მიმდინარე კეთილოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. გზის რეაბილიტაცია ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯერ კიდევ გასულ წელს მოითხოვა. აღნიშნულ სამუშაოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტატამენტი ახორციელებს.