05.06-09.06.2019 ივნისს ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას ქალაქ ქობულეთსა და ვალგას შორის. შეთანხმება გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების მიზნით, სადაც მხარეებმა შეაფასეს ქობულეთისა და ვალგას ერთობლივი პერსპექტივა მომავალში.
ხელშეკრულება საშუალებას იძლევა განხორციელდეს თანამშრომლობა კულტურულ საკითხებზე, რაც ითვალსწინებს ერთმანეთის ეროვნული ტრადიციების აღიარებას ,ხალხური და საგუნდო კონცერტების ორგანიზებას და სხვა ერთობლივ ღონისძიებებს. გარდა ამისა, იგი მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში ორივე რეგიონის პოპულარიზაციას, როგორც ეროვნულ უმცირესობათა მხარდაჭერას, ასევე თანამშრომლობას იმ სფეროებში, რომლებიც ხელს უწყობენ ვალგასა და ქობულეთს შორის სამუშაო ადგილების შექმნასა და მეწარმეობას.