ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ, უწყების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში ტრაგიკულად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 3 პირი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ომის ვეტერანები მოინახულეს. ტატიანა სირაძეს,ოსმან ცეცხლაძესა და ვერა რაჟევას გამარჯვების დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
სამივე ვეტარანს მერიისგან 500-500 ლარი, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს (ქვრივებს) 200-200 ლარი გადაეცათ.
მეორე მსოფლიო ომში 6 000 ქობულეთელი იბრძოდა, მათ შორის 240 ქალი. ომს 1 600 ქობულეთელის სიცოცხლე შეეწირა