ქობულეთის კულტურის სახლში ჯემალ მამულაიშვილის საღამო ჩატარდა.
სახალხო ფოლკლორული ანსამბლის ,,ქ ო ბ უ ლ ე თ ი" ღვაწლმოსილი ხელმძღვანელის საიუბილეო საღამო -"50 წელი სცენაზე"ქობულეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. საღამო მუსიკალურად ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა გააფორმეს.
ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერი და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.