ქალაქის ტერიტორიის გარევაჭრობისგან გათავისუფლება დაიწყო. ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დღეს ქობულეთის საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე ადგილზე გაეცვნენ. არსებული გარევაჭრობის ადგილები უკვე აღებულია.აქ მყოფმა მოვაჭრეებმა მათთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე გადაინაცვლეს. მათთვის ფართები ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე გამოიყო და შეღავათიანი პირობებით გადაეცათ.
რაც შეეხება ტერიტორიას , ადგილზე ტროტუარის სავალი ნაწილის მოწესრიგება დაიწყო. თავისუფლების ქუჩაზე, რუსთაველის ქუჩიდან ცენრალურ ბაზრამდე მონაკვეთზე ქვეითთა სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები დაიგება. სამუშაოებს შპს „ჯეო-ბილდერი“ ახორციელებს. კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 40 ათასი ლარია გამოყოფილი. ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს