პირველ ივნისს , ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქალაქ ქობულეთში სხვადასხვა სახის აქტივობა გაიმართა.
ღონისძიებები დღის პირველ საათზე დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძელდა.
ცენტრალურ პარკში მოეწყო სხვადასხვა ნამუშევრების გამოფენა.
გაიმართა გასართობი პროგრამები. მოეწყო“მხიარული სტარტები- ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიღძვნილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის პირველობა”.
შეჯიბრში მონაწილეობდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის III-IV კლასის გოგონები და ვაჟები.
თამაშები 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ფინალში ერთმანეთს შეხვდა მუხესტატე და ქობულეთის # 1 საჯარო სკოლა, გაიმარჯვა მუხაესტატეს ნაკრებმა გუნდმა. მესამე ადგილი- სოფ. გორგაძეების საჯარო სკოლა.
გამარჯვებულებს თასები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ, უწყების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ხელმძღვანელობით და დაფინანსებით, სასპორტო სკოლის უშუალო ორგანიზებით და რესურსცენტრის მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება.
თამაშები 28 მაისს დაიწყო და დ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდა