დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ ფატი ხალვაშთან ერთად 2008 წელს ომში დაღუპული მეომრების - ბესიკ შაინიძის, თენგიზ ჭაღალიძისა და ედნარ დიასამიძის საფლავები ყვავილებით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბესიკ შაინიძის სახელობის მემორიალური დაფა გმირის მშობლიური სოფლის, კვირიკეს ადმინისტრაციული შენობის კედელზე განათავსეს, ხოლო თენგიზ ჭაღალიძისა და ედნარ დიასამიძის სახელობის მემორიალური დაფები გმირების საცხოვრებელ სახლებზე ჩამოჰკიდეს.

მემორიალები ომში დაღუპული ათივე გმირის სახელების უკვდავსაყოფად ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის ინიციატივით დამზადდა.