ქობულეთის მერი ქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. მირიან ქათამაძემ სხვადასხვა სარეაბილიტაციო და კეთილმოწყობითი სამუშაოები , სამსახურის ხელმძღვანელებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მოინახულა.
ქალაქში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოების აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. მათ შორისაა სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია, მეგობრობის ქუჩის კეთილმოწყობა, მუზეუმის ეზოს რეაბილიტაცია, ე.წ კარიელის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწყობა, სანიაღვრე არხები მოწესრიგება, მდინარე კინტრიშის კალაპოტის გასწორხაზოვნება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურ ტურისტულ სეზონამდე დასრულდება.