ნაპირდამცავი ჯებირის მშენებლობა გეგმაზომიერად მიმდინარეობს. პროექტის ეფექტურად განხორციელების მიზნით მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მუშა ხელი.

მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე განახლდება.

ჯებირის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ გაშენდება ახალი ბულვარი, სადაც მოეწყობა სასეირნო და ველო ბილიკები, საილუმინაციო სისტემა, მწვანე ზოლი და დაიდგმება მოსასვენებელი სკამები.

პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას მისცემს.