ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაციის პროექტი წარუდგინა.პრეზენტაციას აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე , ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. აღნიშნული პროექტი მოსახლეობას დაიცავს დატბორვისა და წყალმოვარდნისგან.იწყება მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წლიდან განახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს.