მერიის ზედამხედველობის სამსახური მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სისტემატურად ახორციელებს ზედამხედველობით ღონისძიებებს.

ყოვლედღიურ მონიტორინგი დაწესებულია ხმაურის კონტროლსა და გარე ვაჭრობაზე, მიმდინარეობს დასუფთავების მოსაკრებლისა და სეზონური ობიეტებიდან საიჯარო თანხების ამოღება.

პერიოდულად ხორციელდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მიზნით კვების, სილამაზის სალონებისა და სხვა ობიექტების მდოგმარეობის გადამოწმება.

ყოველთვიურად ტარდება დეზინსექცია-დერატიზაცია. მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად მრავალბინიანი სახლების სადარბაზოები, სარდაფები, ღია არხები და დაჭაობებული ტერიტორიები სპეციალური ხსნარით მუშავდება.

ხორციელდება ავტოსამრეცხაოებისა და მშენებლობების მონიტორინგი. ტურისტული სეზონის პერიოდში მშენებელობები ქალაქის ტერიტორიაზე დროებით შეჩერებულია, რომელიც სეზონის დამთავრებისთანავე განახლდება.