3 მარტს, დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე დავით მჭედლიშვილმა და მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, ჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად მრავალშვილიან დედას იამზე დიასამიძეს,სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ნატო კენჭაძეს და ჟურნალისტ ეთერ ჩხაიძეს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 19 მრავალშვილიან და წარმარტებულ ქალბატონს 200-200 ლარს გადასცემს.