ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილმა ლაშა ბიაძე მოინახულეს, შობა მიულოცეს და საშობაო ტკბილეული გადასცეს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები შშმ პირის საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ და სამომავლოდ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ. ლაშა ბიაძე რამდენიმე წელია ეტლით მოსარგებლეა.

„ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მსგავსი ადამიანების მხარდაჭერა და მათთვის უკეთესი სოციალური პირობების შექმნაა. ვფიქრობ მსგავსი ოჯახები უამრავი საჭიროებების წინაშე დგანან, ამიტომ უნდა გამოიძებნოს გზები მათთვის უკეთესი საცხოვრისი თუ სოციალური პირობების შესაქმნელად. ჩვენი მოვალეობაა შევქმნათ ადაპტირებული გარემო და მოვახდინოთ მათი რესოციალიზაცია“-აღნიშნა ქობულეთის მერმა.