ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილებების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ისაუბრეს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის გიორგი შიხაშვილის განცხადებით კლიმატის ცვლილებების დოკუმენტის შესადგენად მუშაობა დაწყებულია და მის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა. დოკუმენტი იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო, რაც რეგიონის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ქობულეთის მერმა სტუმრებს პროექტის განსახორციელებლად სრული მხარდაჭერა აღუთქვა. „კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ, ერთად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან, ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი გარემოს დამკვიდრებას თანამედროვე და მომავალი თაობებისთვის. ჩვენი საერთო ვალდებულებაა ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩამოვაყალიბოთ უფრო მდგრადი, მიმზიდველი, ცხოვრებისათვის ხელსაყრელი და სიცოცხლისუნარიანი გარემო“ - აღნიშნა მერმა საურბრისას.

შეხვერდაზე ტურიზმის სფეროში დაგეგმილ და სამომავლოდ განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრეს, ასევე არსებული პრობლემები და ეკოლოგიური საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია ტურისტული ობიექტების, კულტურული ძეგლებისა და ინფრასტრუქტული პროექტების შესახებ.