მირიან ქათამაძემ დღეს დაბა ჩაქვში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ადგილზე, ჩაქვის მაჟორიტარ დეპუტატთან ფატი ხალვაშთან ერთად იმყოფებოდა. მათ ნინოშვილის ქუჩაზე გზაგამტარის მშენებლობა დაათვალიერეს.
სამუშაოების ფარგლებში რკინიგზის მაგისტრალის ქვევით გზაგამტარი უნდა მოეწყოს. ასევე იგეგმება მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება, დეკორატიული ფილების დაგება და სკვერის მოწყობა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ჩაქვში, მოინახულა გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები. აღნიშნული ქუჩის 1,1 კმ-იან მონაკვეთზე შპს „ერტედე“ ასფალტის საფარს აგებს. პროექტის მიხედვით მოწესრიგდა სანიაღვრე არხები. სამუშაოები უახლოეს პეროდში დასრულდება.
ინფრასტრუქურული ღონისძიებები მიმდინარეობს ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩაზეც. შპს „მონოლითი 2005“ ქუჩის განაპირა ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიხედვით სანიაღვრე არხის მშენებლობა განხორციელდა, მოპირკეთდება ტროტუარები, სკვერები და ეზოები. სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულდება.