ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ დღეს გამართულ სამუშაო თათბირზე მიმდინარე საკითხებთან ერთად სამომავლო გეგმებსა და ინიციატივებზე ისაუბრა. მან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით.

მერის მოადგილის, დავით ვერულიძის ინფორმაციით სეზონის გასახსნელად ძირითადი საორგანიზაციო საკითხები გადაწყვეტილია. გაწერილია საზაფხულო შოუ-პროგრამები, მიმდინარეობს მუშაობა სეზონური ობიექტების განსათავსებლად, მოწესრიგდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაწესდა კონტროლი გარე ვაჭრობაზე.

მერი გამოვიდა ინიციატივით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის პარკინგისთვის ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით. „ვფიქრობ არასწორია სეზონის პერიოდში ავტოსადგურად იქცეს ქალაქის ცენტრალური მოედანი. სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლამდე უნდა ვუზრუნველვყოთ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა“ -აღნიშნა მერმა საუბრისას.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოისმინეს ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ.