ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა კაიკაციშვილი და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მინდია რომანაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინის ქ. როვნოში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ქართველი დელეგატები ქალაქის მთავარ დღესასწაულს დაესწრნენ და ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნაოებები დაათვალიერეს.

ვიზიტი 3 დღიანი იყო და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად.

ქ. ქობულეთსა და უკრაინის ქ. როვნოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წელს გაფორმდა.