ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი 7 პოზიციაზე გამოცხადდა. ქობულეთის მერის ინიციატივით კონკურსი მეტი გამჭვირვალობისა და ობიექტურობისათვის ღია წესით ჩატარდება. საკონკურსო განაცხადების მიღება ელქტრონული წესით მოხდება, მსურველებმა განცხადებები უნდა გააკეთონ საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge). კონკურის სამ ეტაპად ჩატარდება, აპლიკანტებს განაცხადების გადარჩევის შემდეგ ზეპირი დავალება მიეცემათ და გასაუბრება ჩაუტარდებათ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური საშტატო ერთეულის საკონკურსო პირობებით წამოყენებულ მოთხოვნებს.

საკონკურსო განაცხადების მიღება 18 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტებს კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერიის ოფიციალური გვერდისა (www.kobuleti.org.ge) და აპლიკაციებში მითითებული ელექტორნული ფოსტის მეშვეობით ეცნობებათ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო სამსახურის არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი N1