დღეს ქობულეთის მერიაში თათბირი ჩატარდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მობილიზაციისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მოისმინა ინფორმაცია მერიის სამსახურებსა და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში არსებული მდგომარეობის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. თათბირზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე სამუშაო გეგმათა განხორციელების კონცეფციებზე.
დღესვე სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთანაც გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. მერიის წარმომადგენლებს მიეცათ დავალება შეადგინონ ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემატიკა, ასევე მაქსიმალური კონტროლი განახორციელონ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის დროს.