ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად სამუშაო თათბირზე მიმდინარე და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები განიხილა, რომლებთან დაკავშირებით მერმა სამსახურებს მკაცრი კონტროლი და სწრაფი რეაგირება დაავალა. მან მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, ასევე გამოცხადებული ტენდერების შესახებ.

მირიან ქათამაძემ სამსახურებს მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირებული პრობლემების შესწავლა და მათზე სწრაფი რეაგირება, მიმდინარე ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლი, უსახური შენობების დემონტაჟი, სეზონური ობიექტების ვიზუალიზაციაზე ზრუნვა და უკანონო ნაგავსაყრელების მონიტორინგი დაავალა.

თათბირზე ასევე ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზეც ისაუბრეს.