დღეიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაცია სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპზე მოხდება რეორგანიზაციის დაგეგმვა, მეორე ეტაპზე მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები და შემუშავდება ორგანიზაციური სტრუქტურის პროექტი, ხოლო მესამე ეტაპზე რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელ მოხელეთა მობილობაა გათვალისწინებული.

14 თებერვლამდე განისაზღვრება რეორგანიზაციის ეტაპების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება 2018 წლის 12 თებერვლის №01-06 114 „ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ“.