ქობულეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება, ზეპირი დავალება დასრულდა. საკონკურსო კომისიამ მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობის მომსახურების საკითხებში ვაკანტურ თანამდებობაზე გამარჯვებული გამოავლინეს. გასაუბრებაში 3 აპლიკანტი მონაწილეობდა.

კონკურსანტებს მუნიციპალიტეტში შექმნილი საკონკურსო კომისია აფასებდა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი 28 მაისს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური საშტატო ერთეულის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საკონკურსო პირობებით წამოყენებულ მოთხოვნებს.

ოქმი