სოფელ ალამბარში მეორე მსოფლიო ომის დროს (1941-1945) დაღუპულთა და შინ მოუსვლელთა მემორიალი განახლდა.
მემორიალთან დამონტაჟდა გარე განათება, დაიგო დეკორატიული ფილები, აღდგა სტენდი და შეიღება ძეგლი, რომელიც მგლოვიარე დედას ასახავს.
მემორიალის განახლება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა, რომლის განახლება ერთი თვის წინ დაიწყო და დღეს უკვე დასრულებულია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, ვიცე-მერთან ლევან ზოიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ზაზა კაიკაციშვილთან ერთად მოინახულა.