მდინარე კინტრიშის შესართავთან ტერიტორიის მოსაწესრიგებლად სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის განსახორციელებლად მერია 35 924 ლარს დახარჯავს. მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების სამუშაოების პარალელურად მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაც მიმდინარეობს.

სანაპრო სარეველა მცენარეებისგან იწმინდება.

ინფრასტრუქტურული ღონისძიებია მდინარე დეხვას კალაპოტის გასწორხაზოვნებასაც ითვალისწინებს.

ზამთარში ძლიერი შტორმის შედეგად მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა და სანაპიროს კილომეტრიანი მონაკვეთი დააზიანა.