მუსლიმები დღეს ყურბან-ბაირამის, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც მარხვის თვის - რამადანის დასასრული აღინიშნება. ყურბან-ბაირამობა მარხვის თვიდან 70-ე დღეს იწყება

მეჩეთებში დილის ლოცვის დასრულების შემდეგ, მორწმუნეები პირუტყვს კლავენ და ხორცს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველებს უნაწილებენ.

დილის ლოცვას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ თიკერის მეჩეთში დაესწრო და მუსლიმებს დღესასწაული მიულოცა