დღეს ქობულეთის კულტურის სახლში მუსიკალური საღამო გაიმართა. ქ. თბილისის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლასთან არსებული სასულე ორკესტრი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა.

„ბენდი 19“-ის წევრებმა ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიება ქობულეთის მერიისა და კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.