დღეს ქობულეთში კონტინენტის საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძე დაჯილდოვდა. სპეციალური პრიზი სპორტსმენს საზეიმო ცერემონიაზე მსოფლიო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გადასცა.
ლაშა ტალახაძესთან ერთად , კონტინენტის საუჯეთესო სპორტსმენი ქალის ტიტული ესპანელ ძალოსანს გადაეცა.

საზეიმი ღონისძიებას რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს, რეგიონის მუნიციპალიტეტების, ძალოსნობის მსოფლიო და ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.