ქობულეთის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება, ზეპირი დავალება დასრულდა. საჯარო მოხელეთა კონკურსის საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გასაუბრებაში 11 აპლიკანტი მონაწილეობდა.

კონკურსანტებს მუნიციპალიტეტში შექმნილი საკონკურსო კომისია აფასებდა. კონკურსის მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდებოდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი 18 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეეძლო სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური საშტატო ერთეულის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საკონკურსო პირობებით წამოყენებულ მოთხოვნებს.