დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე მერიისა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ წყავროკაში მეთხილეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ფერმერებს სამინისტროს მეთხილეობის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნეს.

აჭარის სოფლის მეუნეობის სამინისტრო ფერმერებისთვის აგრარული ექსტენციისა და პრაქტიკული სერვისების მიწოდებას ახორციელებს. ფერმერებს ეძლევათ საშუალება საველე პირობებში მცენარეთა განვითარების აგროფაზების მიხედვით მიიღონ აგროღონისძიებების განხორციელების შესახებ ინფორმაცია. ასევე სამინისტროში მოქმედებს „მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა ხელშეწყობის პროგრამა“, რომლის ფარგლებში ფერმერებს 3150 ერთეული თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი გადაეცა.