3-10 მარტს, გენდერის მედიაცენტრის ინიციატივითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მხარდაჭერით, მაუწყებელში "ქალთა კვირეული" ჩატარდა. ყველა გადაცემაში საუკეთესო დრო ქალებსა და იმ პრობლემებს დაეთმოთ, რაც ქალებს აწუხებთ.
9 მარტს კვირეულის ფარგლებში ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მაუწყებლის დირექტორი ნათია კაპანაძე, მმართველთა საბჭოს წევრები და ჟურნალისტები რეგიონში მოქმედ გადაწყვეტილების მიმღებ და ლიდერ ქალებს შეხვდნენ. შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალბატონი დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში თემაზე " რა სახის გადაცემების ნახვა ან მოსმენა სურთ ქალებს".