გასვლითი თათბირები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გრძელდება.

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ, მოადგილესთან, ლევან ზოიძესთან ერთად , მერის წამომადგენლებს შეხვდა. თათბირს კვირიკეს, დაგვასა და ბობოყვათის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო თათბირზე მოსახლეობის მიერ დასმულ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს. მოისმინეს ინფორმაცია დასმული საკითხების მოგვარების გზებზე.

წარმომადგენლებმა მერს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მერმა ასევე შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან. სოფელ კვირიკეს მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირს ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგება სთხოვეს.

გასვლითი სამუშაო თათბირები, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მომდევნო კვირებშიც გაიმართება.