განცხადება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის მძღოლის შერჩევის მიზნით გამარტივებული საჯარო კონკურსი გამოცხადდა. საკონკურსო განაცხადების მიღება ელექტრონული წესით მოხდება, მსურველებმა განცხადებები უნდა გააკეთონ საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge). კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება, აპლიკანტებს განაცხადების გადარჩევის შემდეგ გასაუბრება ჩაუტარდებათ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური საშტატო ერთეულის საკონკურსო პირობებით წამოყენებულ მოთხოვნებს.

საკონკურსო განაცხადების მიღება 17იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტებს კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებულ პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია საკრებულოს ოფიციალური გვერდისა (www.kobuleti.org.ge) და აპლიკაციებში მითითებული ელექტორნული ფოსტის მეშვეობით ეცნობებათ.