არჩევნების პერიოდში საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული

ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘-ს 61-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს არჩევნების პერიოდში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო წესი, თანდართული სახით;

2. დაევალოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ბრძანების სათანადო პირებისათვის გაცნობა და თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა;

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (ნ.თხილაიშვილი);

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გაცნობიდან 1(ერთი) თვის ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა N30) კანონმდებლობით დადგენილი წესით;

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

არჩევნების პერიოდში საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული

ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო წესი

თავი I. ზოგადი დებულებანი, რეგულირების სფერო და მიზანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

,,არჩევნების პერიოდში საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო წესი“ (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი‘‘ (შემდგომში - კოდექსი), სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე რეგულაციების შესაბამისად.

მუხლი 2. რეგულირების სფერო და მიზანი

ეს წესი განსაზღვრავს არჩევნების პერიოდში ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა (შემდგომში - საჯარო მოსამსახურე) უფლება-მოვალეობებს, მიზნად ისახავს მათ მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთას და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმის გაუმჯობესებას.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

  1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არჩევნები - საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა;

ბ) საარჩევნების პერიოდი - არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი;

გ) წინასაარჩევნო პერიოდი - არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის

გამოქვეყნებიდან კენჭისყრის (არჩევნების) დღემდე დროის ინტერვალი;

დ) საკრებულო/საკრებულოს აპარატი- მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო/მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

ე) საჯარო მოსამსახურე – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

  1. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ კოდექსით და „საჯარო სამსახურის შესახებ‘‘ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი II. არჩევნები

მუხლი 4. საარჩევნო პროცესი

1. საარჩევნო პროცესის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი

ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.

2. არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

3. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად და

რაიმე ზემოქმედების გარეშე ხმა მისცენ სასურველ კანდიდატებს, რაც საფუძველია არჩევნების შედეგებით ელექტორატის ნების სამართლიანი ასახვისა.

მუხლი 5. შეკრებისა და ნების გამოვლენის უფლება

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. თუმცა, აკრძალულია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობისას სხვა ადამიანების უფლებების ხელყოფა, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე სუბიექტის ამომრჩეველთან შეხვედრის ხელშეშლა, ჩაშლა, განსხვავებული აზრის მქონე

პირებთან დაპირისპირება, მათი შეურაცხყოფა, ძალადობა ან ამგვარის მცდელობა.

2. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

მუხლი 6. საჯარო მოსამსახურეთა ზოგადი ვალდებულებები

1. საჯარო მოსამსახურეები, როგორც ხელისუფლების პირველწყარო ხალხის მიერ არჩეული მმართველობისა და მოსახლეობის (მოქალაქეების) სამსახურში მყოფი პირები, პირველ რიგში არიან ვალდებული იყონ სამაგალითო და დაიცვან განუხრელად არჩევნებთან, როგორც ხელისუფლების თავისუფალ, სამართლიან ფორმირებასა და მაშასადამე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისგან განუყოფელი საარჩევნო კანონმდებლობის ნორმები და მოთხოვნები.

2. არჩევნების პერიოდში, ისე, როგორც სხვა დროს საჯარო მოსამსახურეებზე ჩვეულებრივ მოქმედებს ქცევის ზოგადი წესები, შესაბამისად, მათ აქვთ ვალდებულება საარჩევნო კანონმდებლობასთან ერთად დაიცვან შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი რეგულაციები.

თავი III. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები საჯარო

მოსამსახურეთათვის

მუხლი 7. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია

1. წინასაარჩევნო კამპანია არის საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა.

2. წინასაარჩევნო აგიტაცია მოიცავს (გულისხმობს) ამომრჩეველთა მოწოდებას საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერ საჯარო მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობას, საარჩევნო მასალების შენახვას ან გავრცელებას, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობას, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნას.

3. წინასაარჩევნო აგიტაციად ჩაითვლება აგრეთვე, წინასაარჩევნო ღონისძიებისას საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ მიმართული, ამომრჩეველთა აზრის ფორმირების მიზნით განხორციელებული ქმედება (სიტყვით მიმართვა, ტაში, სტვენა, ზეპირი ან წერილობითი მოწოდება), მსვლელობა, მაისურის ან სხვა ატრიბუტის ტარება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდამჭერი გამოსახულებით, ინტერნეტ სივრცეში (მათ შორის სოციალურ ქსელებში) აგიტაცია ან კონტრაგიტაცია (ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს და ემსახურება წინასაარჩევნო აგიტაციას ან კონტრაგიტაციას).

მუხლი 8. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) მიმდინარეობა

1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე.

2. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა.

3. პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით.

მუხლი 9. წინასაარჩევნო აგიტაციაში საჯარო მოსამსახურეთა მონაწილეობა

1. საჯარო მოსამსახურეს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ არასამუშაო საათებში და/ან იმ დროს, როდესაც უშუალოდ არ ასრულებს სამსახურებრივ ფუნქციებს. სამუშაო საათებში და/ან სამსახურებრივი ფუნქციების უშუალოდ შესრულებისას მათ ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში რაიმე ფორმით მონაწილეობის მიღება.

2. საჯარო მოსამსახურეთათვის ისე, როგორც სხვა ნებისმიერი პირისათვის აკრძალულია წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტომასალების და სხვა სააგიტაციო მასალის (საშუალებების) გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

3. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში და/ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას არ ეზღუდებათ კოდექსით განსაზღვრულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს.

მუხლი 10. წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებული შეზღუდვები

1. აკრძალულია:

ა) წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება სახელმწიფო ხელისუფლების (მათ შორის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, სასამართლოების, სამხედრო ნაწილების) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობებში;

ბ) სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა;

გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად;

დ) ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;

ე) სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ

არის განთავსებული.

2. კენჭისყრის დღეს აკრძალულია:

ა) კენჭისყრის შენობაში – წინასაარჩევნო აგიტაცია;

ბ) წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და

რადიოს ეთერში.

მუხლი 11. ამომრჩევლის მოსყიდვა

არჩევნების პერიოდში აკრძალულია:

ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას.

მუხლი 12. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების

გამოყენების აკრძალვა

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეს (ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით) ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;

მათ შორის, იკრძალება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა http://www.matsne.gov.ge 01019002004001016032 პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.

დ) ადმინისტრაციული ორგანოს ბალანსზე არსებული ნებისმიერი ქონების (მათ შორის: ტელეფონი, ფაქსი, კომპიუტერი, ქაღალდი, ბაინდერი, საწვავი და სხვა) გამოყენება;

ე) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის

დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.

მუხლი 13. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის

გამოყენების აკრძალვა

1. საჯარო მოსამსახურეს (ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით) ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას; გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

2. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი http://www.matsne.gov.ge 01019002004001016032 პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

21 . სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ეკრძალება არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ

შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.

3. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

4. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ კენჭისყრის შენობის მოწყობის ან/და სარემონტო სამუშაოების დაფინანსებაზე.

5. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

მუხლი 14.საკრებულოს პარატის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა სხვა შეზღუდვები

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია მუნიციპალიტეტის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

თავი IV. საჯარო მოსამსახურის მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში

მუხლი 15. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საჯარო მოსამსახურე და მათზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 16. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისას უფლებამოსილების შეჩერება

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად საჯარო მოსამსახურის დანიშვნის/არჩევის შემთხვევაში მათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში დროებით შეიძლება შეუჩერდეთ უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მათ კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.

თავი V. პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის

მუხლი 17. კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები

1.წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით ( საარჩევნო კოდექსი მუხლი 79).

2.წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა:

2.1 კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვასაშუალებებისჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2.2 იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ, −გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით ( საარჩევნო კოდექსი მუხლი 80).

3. საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია ამ კანონით, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ( საარჩევნო კოდექსი მუხლი 81).

4. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევა არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონით დადგენილ ვადაში სავალდებულო ინფორმაციის გარეშე გამოქვეყნება ან მათ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესის დარღვევა გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მედიის საშუალებისა − 1 500 ლარის ოდენობით ( საარჩევნო კოდექსი მუხლი 82).

5. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით( საარჩევნო კოდექსი მუხლი 88).

მუხლი 18. სხვა აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემთხვევები

მე-17 მუხლში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გარდა საჯარო მოსამსახურის მიერ სხვა სახის გადაცდომის (დარღვევის) შემთხვევებზე პასუხისმგებლობის ზომები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.