2020 წლის 30 ივნისს 10-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);

:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსთან დაკავშირებით გაწეული საქმიანობისა და ტურიზმის მზადების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა;

(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე)

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 09 მარტის N01-14/1387 მომართვა -ქ.ქობულეთში, დ. აღმაშენებლის გამზირი N313-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:20.42.01.100) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ;

(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ასლან ქათამაძე)

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 10 ივნისის N01-14/2321 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში თანამედროვე ტურისტული ობიექტის ინფრასტრუქტურის განთავსების მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ;

(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ასლან ქათამაძე)

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 10 ივნისის N01-14/2365 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ;

(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 22 ივნისის N01-14/2495 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟების) 2020 წლის საკურორტო სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვის, ტურიზმისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის უფროსი ზურაბ ამაღლობელი)

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 24 ივნისის N01-14/2547 მომართვა- -ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთი, დავით აღმაშენებლის გამზირი N141-ში მერიის ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულზე მდებარე 28,15 კვ.მ. ს/კ N20.42.04.385) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის თემის ყოფილი კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობაზე მდებარე 17.13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართები ს/კ N20.46.03.032) საბაზო სადგურების განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემისა და უძრავი ქონებების წლიური სარგებლობის ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 დეკემბრის N01-17/10898 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის N02 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა“-ში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ (ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.671);

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 დეკემბრის N01-17/10898 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 20.42.04.671) საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრაზე უარის თქმის შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 26 დეკემბრის N01-17/10898 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 მაისის N61 განკარგულებით დამტკიცებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმა“-ში ცვლილებისა და დამატების შეტანაზე უარის თქმის შესახებ; (ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N66-ის მიმდებარედ 177,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 20.42.04.671);

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 17 თებერვლის N01-14/884 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა N170-ის მიმდებარედ 79,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.03.250) 24.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

11. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 16 მარტის N01-14/1546 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N2-დან რუსთაველის ქუჩამდე მდებარე 312,0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.347) 18.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

12. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 16 მარტის N01-14/1547 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N112-ის მიმდებარედ 266.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.470) 5.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

13. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 16 მარტის N01-14/1548 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული -ქ.ქობულეთში, 9 აპრილის ქუჩა N28-ში მდებარე 6906.0 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 20.42.06.956) 40.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

14. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 9 ივნისის N01-14/2305 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N155-ისა და N161ა-ს მიმდებარედ სატელეფონო კანალიზაციის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი: ავთანდილ ანანიძე)

(თანამომხსენებელი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ასლან ქათამაძე)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო