ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2020 წლის 25 მაისს საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით გამოცხადდა ღია კონკურსი საკრებულოს აპარატის II სტრუქტურული ერთეულის III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საორგანიზაციო საკითხებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილობის მისაღებად კონკურსანტებმა თავიანთი მონაცემები უნდა გამოაგზავნონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით 2020 წლის 8 ივნისის ჩათვლით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებ-გვერდს (www.hr.gov.ge)