2019 წლის 10 დეკემბერს 12-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);

:

1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 04 დეკემბრის №01-17/10353 მომართვა - ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

(მომხსენებელი დ.ვერულიძე )

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 06 დეკემბრის N01-17/10432 მომართვა- ქ.ქობულეთში, დ.აღმაშენებლის გამზირი N285-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი:20.42.01.153-19767კვ.მ) სასტუმროს კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ;

(მომხსენებელი ა.ქათამაძე)

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 04 დეკემბრის N01-17/10337 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამებაში მდებარე 70.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 140.6 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ 20.40.05.001) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 27 ნოემბრის N01-17/10168 მომართვა -სს ,,პისი მაქსი“-სათვის ქ.ქობულეთის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის, სოფელ ციხისძირის, სოფელ საჩინოს და დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე საჰაერო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მოწყობის მიზნით საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო