2019 წლის 4 ივნისს 12-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);

:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 აპრილის N01-17/3304 მომართვა - ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის 2019 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის შესრულების ცნობად მიღების შესახებ“.

(მომხსენებელი ფ.ჯინჭარაძე )

2. ქ.ქობულეთში ბორის ძნელაძის ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და მისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ;

(მომხსენებელი ლ.შაქარიშვილი)

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ 2019 წლის 23 მაისის N01-17/3968 მომართვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში მდებარე -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 725.0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მასზე განთავსებული 180.2 კვ.მ შენობა-ნაგებობის (ს/კ N20.50.01.005) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე გადაცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ 2019 წლის 27 მაისის N01-17/4005 მომართვა -,,საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟები) საიჯარო ფასების განსაზღვრის თაობაზე“;

(მომხსენებელი ზ.ამაღლობელი)

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 23 მაისის N01-17/3906 მომართვა - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N19-ში მდებარე 779,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 330.0 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობის(ყოფილი სანეპიდსადგურის შენობა ს/კ N20.42.05.353) საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ.

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 20 მაისის N01-17/3839 მომართვა -ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ.ქობულეთში, თავისუფლების ქუჩა N30-ის მიმდებარედ 150,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ N20.42.11.295) 60.0 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 23 მაისის N01-17/3912 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარედ ცენტრალურ პარკში არსებული ამორტიზირებული საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზის ნაცვლად ახალი 10 კვ ძაბვის საკაბელო ელექტრო გადამცემი ხაზის ჩანაცვლებისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 23 მაისის N01-17/3919 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის ქ. ქობულეთი, 9 აპრილის ქუჩა N28-ის მიმდებარედ არსებული ამორტიზირებული საკაბელო ელექტრო გადამცემი ხაზის ნაცვლად ახალი 10 კვ ძაბვის საკაბელო ელექტრო გადამცემი ხაზის ჩანაცვლებისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 მაისის N01-17/3744 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარსა და დაბა ჩაქვში, აღმაშენებლის, თამარ მეფის, ქობულეთის, ბათუმისა და ნინოშვილის ქუჩებზე მიწისქვეშა სატელეფონო კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 15 მაისის N01-17/3745 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარსა და დაბა ჩაქვში, აღმაშენებლის, თამარ მეფის, მეგენეიშვილის, თბილისის, ბათუმისა და ნინოშვილის ქუჩებზე არსებულ გარე განათების ბოძებზე საჰაერო კაბელის მონტაჟისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

11. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ 2019 წლის 24 მაისის N01-17/3993 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ არსებულ გარე განათების ბოძზე საჰაერო კაბელის მონტაჟისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

12. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 23 მაისის N01-17/3921 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში, დაბა ჩაქვში და სოფელ საჩინოში ოპტიკური ქსელის მოსაწყობად შუალედური ბოძების მონტაჟისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო