2019 წლის 16 მაისს 12-00 საათზე ტარდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში მესამე სართულზე, სააქტო დარბაზში. (მის: ქობულეთი, დ.აღმაშენებლის გამზირი N141);

:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 10 მაისის №01-17/3641 მომართვა -,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

(მომხსენებელი ლ.ზოიძე)

(თანამომხსენებელი ვ.შავიშვილი)

2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ 2019 წლის 13 მაისის N01-17/3656 მომართვა-ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (მათ შორის პლაჟების) 2019 წლის საკურორტო

სეზონისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით

გაცემის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ 2019 წლის 13 მაისის N01-17/3657 მომართვა- საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით ზღვისპირა სანაპირო ზოლში, პლაჟის ტერიტორიაზე შეზლონგების განთავსების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საიჯარო ფასების განსაზღვრის თაობაზე;

(მომხსენებელი დ.ვერულიძე)

(თანამომხსენებელი ზ.ამაღლობელი)

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 აპრილის N01-17/3317 მომართვა -მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების (სუძუკი ვიტარა), სახელმწიფო ნომერი ZIM -696-ზე საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 22 აპრილის N01-17/3137 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირი N279-ის მიმდებარედ, ახალ ქსელზე მიერთების მიზნით (შპს ,,ელ-მშენი’’-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.42.01.134) 0.38 კვ ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 აპრილის N01-17/3296 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას ტერიტორიაზე, ახალ ქსელზე მიერთების მიზნით (ა(ა)იპ ,,ქობულეთის სოფლის წყალი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.38.03.164) 0.38 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

7. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N01-17/3527 მომართვა -სს ,,ენერგო -პრო ჯორჯია“-სათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს ტერიტორიაზე, ახალ ქსელზე მიერთების მიზნით (ფ/პ ,,თემურ სანიკიძი“-ს კუთვნილ ობიექტზე ს/კ 20.47.04.039) 0.22 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

8. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N01-17/3526 მომართვა -სს ,,სილქნეტი“-სათვის ქ.ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირი N113-ის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობისათვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;

(მომხსენებელი ა.ანანიძე)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო