12 აპრილს, 17:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მჭედლიშვილი საზოგადოებას თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

მოხსენების პირველი ნაწილი განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე საუბარს დაეთმობა, ხოლო მეორე კითხვა-პასუხის ფორმატს ითვალისწინებს.