გაცნობებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი, (განცხადებების გადარჩევა) შემოტანილი 42 განაცხადიდან წარმატებით გადალახა 30-მა კანდიდატმა და დაშვებულნი არიან კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება). გასაუბრება საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციაზე გაიმართება 2019 წლის 18 მარტს 11:00 საათზე. მის: ქ. ქობულეთი აღმაშენებლის გამზირი N141 (მუნიციპალიტეტის მერიის შენობა , მე-2 სართული)

მე-2 ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად უნდა გამოცხადდეთ გასაუბრების ადგილზე რეგისტრაციის გასავლელად 10:00 საათზე. თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან/და პირადობის მოწმობა ან/და მართვის მოწმობა).

პატივისცემით,

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო