განცხადება

„საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“-ის 83-ე მუხლის შესაბამისად 2019 წლის 28 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება გამარტივებული კონკურსი, რომელიც ჩატარდება ორ ეტაპად ( განცხადების გადარჩევა, გასაუბრება). განცხადების გადარჩევა განხორციელდება ვაკანსიის დადგენილ მოთხოვნებთან და საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილების მე-3 თავის ( გამარტივებული კონკურსის ჩატარების წესის) და კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენით.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოზოციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 11 მარტის ჩათვლით განაცხადი უნდა გააკეთონ საჯარო ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდის (hr.gov.ge) მეშვეობით.