დანართი 1

ქობულეთის მუნიციპლიტეტის მომსახურე ბანკის შესარჩევი კონკურსის ძირითადი პირობები და კონკურსის ჩატარების წესი

  1. 1. კონკურსის საგანი

კონკურსის მიზანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საბანკო ანგარიშების მომსახურე კომერციული ბანკის (შემდგომში ბანკი) შერჩევა - ეროვნული ვალუტის ანგარიშზე არსებულ მიმდინარე ნაშთზე დასარიცხი წლიური საპროცენტო სარგებლის განსაზღვრა და ძირითადი საბანკო მომსახურეობის პირობების დადგენა.

გამარჯვებული საბანკო დაწესებულება იღებს ვალდებულებას ქობულეთის მუნიციპალიტეტს გაუწიოს ხარისხიანი საბანკო მომსახურეობა ამ პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების და დამატებით შემოთავაზებული მომსახურეობის შესაბამისად.

2. კონკურსის პირობები

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიზნით მომსახურე ბანკი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

1. არ უნდა ხორციელდებოდეს ბანკის ლიკვიდაცია და არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

2. ბანკის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა;

3. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო ელექტრონული გადარიცხვების სისტემის გამართვა-შემდგომი მომსახურება.

კონკურსში მონაწილე კომერციულმა ბანკმა საკონკურსო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რეკვიზიტების მითითებით;

ბ) ცნობა, რომ არ ხორციელდება მისი ლიკვიდაცია და არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე;

გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ მის ქონებაზე არ არის ყადაღა დადებული;

დ) ინფორმაცია საზედამხედველო კაპიტალის მოცულობის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტების დართვით;

ე) ბოლო ორი წლის აუდიტორული დასკვნები;

ვ) დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე.

კონკურსში მონაწილე კომერციული ბანკის საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს (და არ შემოიფარგლებოდეს) ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:

მიმდინარე ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში ნაშთზე დასარიცხი წლიური სარგებელის შესახებ, მაგრამ არანაკლებ 10 %.

3.ძირითადი საბანკო მომსახურება

1. ანგარიშის გახსნის, ფულადი სახსრების გადარიცხვის, ოვერდრაფტის და სხვა საბანკო ოპერაციები:

მულტისავალუტო ანგარიშების გახსნა - უფასო;

ნაღდი თანხის შემოტანა ანგარიშზე - უფასო;

საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი თანხის გატანა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში სერვის ცენტრებიდან, ფილიალებიდან და ბანკომატებიდან - უფასო;

თანხის გადარიცხვა ეროვნულ ვალუტაში, როგორც ბანკის სისტემაში, ისე ბანკის სისტემის გარეთ - უფასო;

თანხის გადარიცხვა უცხოურ ვალუტაში, როგორც ბანკის სისტემაში, ისე ბანკის სისტემის გარეთ - უფასო;

პროცენტის კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს ყოველთვიურად თვის ბოლო რიცხვში.

ვალუტის გაცვლითი ოპერაციები (კონვერტაციის) საკომისიო - 0 %;

ამონაწერის მიღება - უფასო;

2. დისტანციური საბანკო მომსახურება (ორგანიზაციისათვის და თანამშრომლებისათვის):

ინტერნეტ ბანკის პროგრამაში რეგისტრაცია - უფასო;

ინტერნეტ ბანკის პროგრამაში მომსახურება - უფასო;

ინტერნეტ ბანკით მერიის პასიური ოპერაციების წარმოება - უფასო;

თანამშრომელთათვის SMS ბანკი: რეგისტრაცია - უფასო;

თანამშრომელთათვის SMS ბანკი: მომსახურება - უფასო;

ონლაინ გადახდები: რეგისტრაცია - უფასო;

ონლაინ გადახდები: მომსახურება - უფასო;

მუდმივი საგადასახადო დავალება: რეგისტრაცია - უფასო;

ავტომატური გადახდები: რეგისტრაცია - უფასო;

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური და სპორტის პროგრამებიდან დაფინანსებულ ბენეფიციართა მომსახურება:

ანგარიშის გახსნა - უფასო;

პლასტიკური ბარათის მოქმედების ვადა - არანაკლებ 2 წელი;

პლასტიკური ბარათის დამზადებისა და მომსახურების ღირებულება - უფასო;

მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება;

ბარათის დამზადება ვადის გასვლის შემდეგ - უფასო;

განაღდების საკომისიო საკუთარ ბანკომატებში - უფასო;

განაღდების საკომისიო პარტნიორი ბანკების ბანკომატებში - უფასო;

დაკარგული ან დაზიანებული ბარათის აღდგენა - თითო თანამშრომელზე არაუმეტეს წელიწადში ერთხელ;

ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - უფასო;

4. თანამშრომელთა სახელფასო პროგრამით მომსახურება:

საერთაშორისო პლასტიკური ბარათის გადაცემა თანამშრომელთათვის:

- რიგით თანამშრომლებს - VISA/MASTERCARD;

- მერს, მოადგილეებს, საკრებულოს წევრებს, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს, - VISA/MASTERCARD GOLD;

;

-ბანკთან შეთანხმებით შესაძლოა ცალკეულ თანამშრომლებს დაუმზადდეთ ზემოთ აღნიშნული ან/და განხვავებული ტიპის პლასტიკური ბარათები.

ანგარიშის გახსნა - უფასო;

პლასტიკური ბარათის მოქმედების ვადა - არანაკლებ 3 წელი;

პლასტიკური ბარათის დამზადებისა და მომსახურების ღირებულება - უფასო;

მინიმალური ნაშთი არ მოითხოვება;

ბარათის დამზადება ვადის გასვლის შემდეგ - უფასო;

დამატებითი ანგარიშის ვალუტა (ეროვნული ვალუტა, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანეთის ფუნტსტერლინგი);

მინიმალური ნაშთი - არ მოეთხოვება;

განაღდების დღიური ლიმიტი: ბანკომატიდან - არანაკლებ 1500 ლარისა, სერვის ცენტრიდან - ულიმიტო;

ყიდვის (ხარჯვის) დღიური ლიმიტი - არანაკლებ 40 000 დღეში;

განაღდების საკომისიო საკუთარ ბანკომატებში - უფასო;

განაღდების საკომისიო პარტნიორი ბანკების ბანკომატებში - უფასო;

განაღდების საკომისიო POS ტერმინალების მეშვეობით - უფასო;

განაღდების ლიმიტი POS ტერმინალების მეშვეობით - უფასო;

საკომისიო განაკვეთი სავაჭრო ობიექტებში - საკომისიოს გარეშე;

ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო - უფასო;

სხვა მომსახურება - სატელეფონო ცენტრის მომსახურება - 24 საათის განმავლობაში - უფასო.

შენიშვნა:

თანამშრომელთა არაუმეტეს 10%-ს შეუძლია ისარგებლოს, სახელფასო პროგამით, სხვა მომსახურე ბანკში.

5. ბანკს უნდა გააჩნდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ერთი საბანკო მომსახურეობის სრული სერვივისის მქონე ფილიალი ან/და სერვისცენტრი, ასევე ბანკომატების ქსელი. მათ შორის აუცილებელია განხორციელდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის შენობაში ბანკომატის განთავსება;

6. ფინანსური რესურსები-დაკრედიტებისა და თანადაფინანსების ოპერაციები;

7. დამატებითი მომსახურებები (ინტერნეტ ბანკის მომსახურებით უზრუნველყოფა, ადგილობრივი მოსაკრებელის გადახდის საკომისიოს დარიცხვისას შეღავათის გათვალისწინება ფიზიკურ პირებზე და სხვა) და სამომავლო პერსპექტივები;

კონკურსში მონაწილე პრეტენდენტი კომერციული ბანკების საკონკურსო წინადადებები მიიღება მხოლოდ ქართულ ენაზე.

5. კონკურსის ჩატარების წესი

K 1. მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევ კონკურსში მონაწილე პრეტენდენტმა ბანკებმა საკონკურსო კომისიას უნდა წარმოუდგინოს ქართულ ენაზე შედგენილი საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტაციით განთავსებული ერთ დახურულ კონვერტში, რომელიც ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული უნდა იყოს ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ხელმოუწერელი წინადადებები კომისიის მიერ არ განიხილება და უბრუნდება პრეტრენდენტ ბანკს.

2. საკონკურსო წინადადება და თანდართული დოკუმენტები საკონკურსო კომისიას წარედგინება მომსახურე კომერციული ბანკის შესარჩევი კონკურსის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულ დროსა და მისამართზე;

3. საკონკურსო წინადადებების მიღებასა და მათ რეგისტრაციას მიღების თარიღისა და დროის მითითებით წარმოებს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში;

4. საკონკურსო წინადადება, რომელიც საკონკურსო კომისიას წარედგინება განცხადებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, უარყოფილი იქნება და უბრუნდება პრეტენდენტ ბანკს გაუხსნელად;

5. პრეტენდენტ ბანკს უფლება აქვს საკონკურსო წინადადებების გახსნამდე წინადადებებით მიმართოს საკონკურსო კომისიას საკონკურსო წინადადების გატანის, მისი შეცვლის, ან მასში ცვლილების შეტანის თაობაზე;

6. საკონკურსო წინადადებაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია საკონკურსო წინადადებების მიღების დროის ამოწურვის შემდეგ;

7. საკონკურსო წინადადებები გაიხსნება საბანკო მომსახურებაზე კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებულ თარიღსა, საათსა და მისამართზე კონკურსში მონაწილე ბანკების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ბანკის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა არ არის საკონკურსო პირობების გახსნის გადადების საფუძველი;

8. წინადადების გახსნისას გამოცხადდება კონკურსში მონაწილე პრეტენდენტი ბანკის ვინაობა და მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პირობები;

9. საკონკურსო წინადადებები, რომლებიც არ იქნა გახსნილი და ხმამაღლა წაკითხული წინანადებების გახსნის დროს, არ იქნება მიღებული შემდგომი შეფასებისათვის;

10. საკონკურსო წინადადებების გახსნის შემდეგ საკონკურსო კომისია დაადგენს საკონკურსო წინადადებების შეფასების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 სამუშო დღეს წინადადებების გახსნის დღიდან;

11. საკონკურსო წინადადებების შეფასების დროს აღმოჩენილი გაუგებრობების განმარტების მიზნით კომისიას უფლება აქვს სთხოვოს პრეტენდენტ ბანკს მის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო პირობების დაზუსტება. Pპრეტენდენტის მიერ დაზუსტებული პირობა არსებითად არ უნდა ცვლიდეს მის მიერ წარმოდგენილ საკონკურსო წინადადებას;

12. ყოველი პრეტენდენტი ბანკის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება თითოეული კომისიის წევრის მიერ ფასდება ინდივიდუალურად. კომისიის წევრს უფლება აქვს ხმა მისცეს მხოლოდ ერთ პრეტენდენტს; გამარჯვებულად ითვლება ის პრეტენდენტი ბანკი, რომელიც მიიღებს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს;

13. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ფულად სახსრებზე დარიცხული მაღალი წლიური სარგებელი (არანაკლებ 10 %) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სახელფასო და სამომხმარებლო მომსახურეობაზე უკეთესი პირობების შემოთავაზება და ნაკლები საპროცენტო განაკვეთების დარიცხვა ოვერდრაფტის, სახელფასო, იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებზე. ამასთან ყველა შემოთავაზებულ პროდუქტზე (ოვერდრაფტი, სახელფასო, სამომხმარებლო, იპოთეკური) აუცილებელი დაკონკრეტდეს მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთები. კონკურსანტებს ასევე შეუძლიათ წარმოადგინონ დამატებითი შემოთავაზებები (საბანკო პროდუქტი).

14. კონკურსის შედეგების შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ოქმის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში საკონკურსო პირობებისა და კონკურსში გამარჯვებული ბანკის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადების გათვალისწინებით გამარჯვებულ პრეტენდენტთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.

15.კონკურსი გაიმართება 2019 წლის 11 იანვარს დასაწყისი: 16:00 საათზე, მისამართი ქალაქი ქობულეთი, აღმაშენებელის 141, მესამე სართული, სააქტო დარბაზი.

2კონკურსში მონაწილეთა მიერ, კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადებები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა ჩაბარდეს 2019 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 11 იანვრის 13:00 საათამდე. მისამართი: ქობულეთი, აღმაშენებლის გამზირიN141, მერიის კანცელარია. 2019 წლის 11 იანვრის 13:00 სთ-ს შემდეგ განცხადებები კონკურსში მონაწილეობის შესახებ არ მიიღება და დაუბრუნდება ბანკის წარმომადგენელს.